გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი – ((Global Competitivess Index - GCI), ქვეყნის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის დადგენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასების განზოგადებული მაჩვენებელი. შეიმუშავა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ხავიერ სალარი არტინმა და პირველად გამოქვეყნდა 2004 წელს.
GCI შედგება სამი განყოფილებისა და 12 სვეტისგან, რომელთა გაანალიზება ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნების კონკურენტუნარიანობის შეფასების შესაძლებლობას ქმნის.
GCI-ის პირველი განყოფილება – ძირითადი მოთხოვნები – ძირითადი მოთხოვნები მოიცავს შემდეგ ოთხ სვეტს:
I – ქვეყნის ინსტიტუციონალური მშენებლობა;
II – ინფრასტრუქტურა,
III – მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
IV – ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება.
GCI-ის მეორე განყოფილება ეფექტიანობის საყრდენები – მოიცავს შემდეგ ექვს სვეტს:
V – უმაღლესი განათლება და ტრენინგი;
VI – ბაზრის ეფექტიანობა;
VII – შრომის ბაზრის ეფექტიანობა;
VIII – ფინანსური ბაზრის მოქნილობა;
IX –ტექნოლოგიური მზადყოფნა;
X – ბაზრის სიდიდე.
GCI-ის მესამე განყოფილება – ინოვაცია და დახვეწილობის ფაქტორები – მოიცავს დანარჩენ ორ სვეტს:
XI – ბიზნესის დახვეწილობა;
XII – ინოვაცია.
GCI-ის თითოეული სვეტი დაყოფილია შემდეგ ნაწილებად:
GCI-ის I სვეტი – ინსტიტუციონალური მშენებლობა
GCI-ის I სვეტი – ინსტიტუციონალური მშენებლობა, თავის მხრივ, იყოფა:
1. საზოგადოებრივ (სახელმწიფო) და 2. კერძო ინსტიტუტებად.
საზოგადოებრივ ინსტიტუტებში შედის:
- 1. ქონების უფლება:
- 1.1. ქონების დაცვა;
- 1.2. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
- 2. ეთიკა და კორუფცია:
- 2.1. საზოგადოებრივი ფონდების გამოყენების მიზნობრიობა;
- 2.2. საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ.
- 3. გადაჭარბებული გავლენები:
- 3.1. სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა;
- 3.2. არაობიექტურობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღებისას.
- 4. მთავრობის საქმიანობის არაეფექტურობა:
- 4.1. სახელმწიფო ფინანსების არაეფექტიანი ხარჯვა;
- 4.2. სახელმწიფო რეგულირების სიმძიმე;
- 4.3. კანონმდებლობის არაეფექტურობა;
- 4.4. კანონმდებლობის არაეფექტურობა დავების გადაჭრისას;
- 4.5. მთავრობის საქმიანობის გამჭირვალობის სისუსტე.
- 5. უსაფრთხოება:
- 5.1. ტერორიზმისაგან ბიზნესის დაცვის ხარჯები;
- 5.2. კრიმინალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯები;
- 5.3. ორგანიზაციული დანაშაულის – მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯები;
- 5.4. პოლიციის სანდოობა.
კერძო ინსტიტუტებში შედის:
- 1. კორპორაციული ეთიკა.
- 2. აღრიცხვიანობა:
- 2.1. ბუღალტრული და აუდიტორული სტანდარტების სიძლიერე;
- 2.2. კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობა;
- 2.3. უმცირესობის (აქციათა მფლობელთა) ინტერესების დაცვა.
GCI-ის II სვეტი – ინფრასტრუქტურა
GCI-ის II სვეტი – ინფრასტრუქტურა მოიცავს:
A. ზოგადად ინფრასტრუქტურის შეფასება (ხარისხი).
B. კონკრეტულად:
- 1.1. გზების ხარისხი;
- 1.2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
- 1.3. პორტი;
- 1.4. საჰაერო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
- 1.5. ელექტროენერგია;
- 1.6. კავშირგაბმულობის განვითარების ხარისხი.
GCI-ის III სვეტი მაკროეკონომიკური სტაბილურობა
GCI-ის III სვეტი მაკროეკონომიკური სტაბილურობა მოიცავს:
- 3.1. სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი;
- 3.2. ეროვნული დანაზოგების კოეფიციენტი;
- 3.3. ინფლაციის დონე;
- 3.4. საპროცენტო განაკვეთის ამპლიტუდა;
- 3.5. სახელმწიფო ვალი.
GCI-ის IV სვეტი – ჯანმრთელობის დაცვა და დაწყებითი განათლება
GCI-ის IV სვეტი – ჯანმრთელობის დაცვა და დაწყებითი განათლება მოიცავს:
A. ჯანმრთელობის დაცვა:
- 4.1. მალარიის გავლენა ბიზნესზე;
- 4.2. მალარიის შემთხვევები;
- 4.3. ტებერკულიოზის გავლენა ბიზნესზე;
- 4.4. ტუბერკულიოზის შემთხვევები;
- 4.5. შიდსი;
- 4.6. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი;
- 4.7. სიცოცხლის ხანგრძლივობა.
B. დაწყებითი განათლება:
- 4.8. დაწყებითი განათლების ხარისხი;
- 4.9. სკოლაში შემსვლელ ბავშვთა პროცენტული რაოდენობა;
- 4.10. სამთავრობო ხარჯები.
GCI-ის V სვეტი – უმაღლესი განათლება და ტრენინგი
GCI-ის V სვეტი – უმაღლესი განათლება და ტრენინგი მოიცავს:
A. რაოდენობრივი მაჩვენებლები:
- საშუალო განათლების ხარჯები.
B. ხარისხობრივი მაჩვენებლები:
- 5.1. განათლების სისტემის ხარისხი;
- 5.2. მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხი;
- 5.3. მენეჯმენტის სკოლების ხარისხი;
- 5.4. სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.
C. მუშაობის პროცესში სწავლება:
- 5.5. ტრენინგ-კურსების ხელმისაწვდომობა და სპეციალიზებული კვლევები;
- 5.6. თანამშრომელთა ტრენინგისათვის დახარჯული დრო დასახსრები.
GCI-ის VI სვეტი – ბაზრის ეფექტიანობა
GCI-ის VI სვეტი – ბაზრის ეფექტიანობა მოიცავს:
A. კონკურენციის დონე.
- 1. შიდა ბაზარზე კონკურენცია:
- 6.1. შიდა კონკურენციის ინტენსივობა;
- 6.2. ანტიმონოპოლიური პოლიტიკა;
- 6.3. საგადასახადო სისტემის ეფექტიანობა კონკურენციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით;
- 6.4. მთლიანი გადასახადის კოეფიციენტი;
- 6.5. ბიზნესის დაწყების პროცედურების რაოდენობა;
- 6.6. საჭირო დრო ბიზნესის დაწყებისათვის;
- 6.7. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გატარების ხარჯები.
- 2. საგარეო ბაზარზე კონკურენცია:
- 6.8. სავაჭრო ბარიერები;
- 6.9. უცხოური კაპიტალის დომინირება;
- 6.10. უცხოური ინვესტიციების კანონების ზემოქმედება ბიზნესზე;
- 6.11. საბაჟო პროცედურების სიმძიმე;
- 6.12. იმპორტის ხვედრითიწონა მშპ-ში.
B. ბაზარზე მოთხოვნის ხარისხი:
- 6.13. მომხმარებლის ორიენტაციის ხარისხი ბაზარზე;
- 6.14. მომხმარებლის დახვეწილობის დონე.
GCI-ის VII სვეტი – შრომის ბაზრის ეფექტიანობა
GCI-ის VII სვეტი – შრომის ბაზრის ეფექტიანობა მოიცავს:
- 7.1. დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის კოოპერაცია;
- 7.2. მოქნილობის ხარისხი ხელფასის განსაზღვრის დროს;
- 7.3. შრომის ბაზრის მოქნილობა;
- 7.4. დაქირავების და განთავისუფლების პრაქტიკა;
- 7.5. სამსახურიდან განთავისუფლების ხარჯები;
- 7.6. შრომის ანაზღაურება და შრომის მწარმოებლურობა;
- 7.7. პროფესიულ მენეჯმენტზე დაყრდნობა;
- 7.8. „ტვინების“ გადინება ქვეყნიდან;
- 7.9. ქალთა წილი სამუშაო ძალაში.
GCI-ის VIII სვეტი – ფინანსური ბაზრის მოქნილობა
GCI-ის VIII სვეტი – ფინანსური ბაზრის მოქნილობა მოიცავს:
- 8.1. ფინანსური ბაზრის დახვეწილობა;
- 8.2. საფონდო ბირჟების ჩართულობა დაფინანსებაში;
- 8.3. სესხის აღების სიადვილე;
- 8.4. ვენჩურული კაპიტალის არსებობა/ხელმისაწვდომობა;
- 8.5. შეზღუდვები კაპიტალის მოძრაობაზე;
- 8.6. ინვესტორთა დაცვის დონე;
- 8.7. ბანკების სიძლიერე;
- 8.8. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება;
- 8.9. იურიდიული უფლებების ინდექსი.
GCI-ის IX სვეტი – ტექნოლოგიური მზადყოფნა
GCI-ის IX სვეტი – ტექნოლოგიური მზადყოფნა მოიცავს:
- 9.1. უახლოესი ტექნოლოგიებისათვის ხელმისაწვდომობა;
- 9.2. ტექნოლოგიების ათვისება ფირმის დონეზე;
- 9.3. კანონმდებლობა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ;
- 9.4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიური ტრანსფერები;
- 9.5. მობილური ტელეფონების აბონენტთა რაოდენობა;
- 9.6. ინტერნეტის მოხმარების ინდექსი;
- 9.7. პერსონალური კომპიუტერები;
- 9.8. ფართოზოლიანი ინტერნეტის მომხმარებლები.
GCI-ის X სვეტი – ბაზრის სიდიდე
GCI-ის X სვეტი – ბაზრის სიდიდე მოიცავს:
- 10.1. შიდა ბაზრის სიდიდის ინდექსი;
- 10.2. საგარეო ბაზრის სიდიდის ინდექსი.
GCI-ის XI სვეტი – ბიზნესის დახვეწილობა
GCI-ის XI სვეტი – ბიზნესის დახვეწილობა მოიცავს:
- 11.1. შიდა ბაზრის მომწოდებელთა რაოდენობა;
- 11.2. შიდა ბაზრის მომწოდებელთა ხარისხი;
- 11.3. კლასტერული განვითარების მდგომარეობა;
- 11.4. კონკურენტული უპირატესობის ხასიათი;
- 11.5. ღირებულებათა ჯაჭვის სიდიდე;
- 11.6. საერთაშორისო დისტრიბუციის კონტროლი;
- 11.7. წარმოების პროცესის დახვეწილობა;
- 11.8. მარკეტინგის გამოყენების ხარისხი;
- 11.9. კომპანიის მართვაში გადაწყვეტილებების მიღების დელეგირების სურვილი.
GCI-ის XII სვეტი – ინოვაცია
GCI-ის XII სვეტი – ინოვაცია მოიცავს:
- 12.1. ქვეყანაში ინოვაციური პროცესების არსებობის შესაძლებლობები და უნარი;
- 12.2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი;
- 12.3. კომპანიების სამეცნიერო კვლევებსა და ახალი პროდუქტების წარმოებაზე (R&D)) დანახარჯები;
- 12.4. R&D)-ის მიზნით კოოპერირების ხარისხი უნივერსიტეტებსა და კომპანიებს შორის:
- 12.5. მოწინავე ტექნოლოგიური პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვები;
- 12.6. მეცნიერებისა და ინჟინრების რიცხოვნობა;
- 12.7. პატენტები (სტატისტიკური სამსახურების ინფორმაცია).