არაკომერციული ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:03, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაკომერციული ორგანიზაცია - (non-profit institution) - ორგანიზაცია, რომელიც მოგებას არ იღებს თავისი ძირითადი საქმიანობიდან.

არაკომერციული ორგანიზაცია იქმნება სოციალური, ქველმოქმედი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამმართველო მიზნების მისაღწევად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების, მოქალაქეების სულიერი და სხვა არამატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, კამათისა და კონფლიქტების გადაწყვეტის და ა.შ. მიზნების მისაღწევად. (მაგალითად, მრავალი ორგანიზაცია ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში). არაკომერციული ორგანიზაციები შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების), არაკომერციული პარტნიორობის, დაწესებულებების, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციების, სპეციალური, ქველმოქმედი და სხვა ფონდების, ასოციაციების, კავშირებისა და სხვა ფორმებით, რომლებიც მოქმედი კანონებითაა გასათვალისწინებელი. ითვლება, რომ ასეთი ორგანიზაციები მუშაობენ სპეციფიკურ რეჟიმში და სხვა ფირმებისაგან განსხვავებულ მიზნებს ისახავენ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები