სტრუქტურული გარდაქმნების თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტრუქტურული გარდაქმნების თეორია - (structural changes theory) - ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით „მესამე სამყაროს“ ქვეყნების სუსტი განვითარება განპირობებულია არსებული რესურსების გამოუყენებლობის მაღალი ხარისხით იმ სტრუქტურული და ინსტიტუციური დეფორმაციების გამო, რომლებიც წარმოიშვა შიდა და გარე მიზეზების ერთობლივი ზემოქმედებით.