დანაზოგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:24, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანაზოგი (savings) - შემოსავლის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება მიმდინარე მოხმარებისათვის და გამიზნულია ინვესტირებისათვის. სხვა სიტყვებით, იგი წარმოადგენს სხვაობას მიმდინარე შემოსავალსა და მიმდინარე მოხმარებას შორის. დანაზოგს ქმნიან როგორც ფირმები, ისე საოჯახო მეურნეობები (ჰაუსჰოლდის ბლოკი). ცნობილია, რომ როგორც ცალკეული პირების, ისე ქვეყნის შემოსავლების ზრდა ხელს უწყობს დანაზოგის გადიდებას. დანაზოგი კერძო და საზოგადოებრივი დანაზოგების ჯამია.