საზოგადოებრივი დანაზოგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზოგადოებრივი დანაზოგი - (public save) – სხვაობა წმინდა გადასახადებსა (გადასახადები ტრანსფერის გამოკლებით) და სახელმწიფო ხარჯებს შორის. საზოგადოებრივი დანაზოგი დადებითია და სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტური, თუ გადასახადები სახელმწიფო ხარჯებს აღემატება; საზოგადოებრივი დანაზოგი უარყოფითია და სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტური, თუ გადასახადები სახელმწიფო ხარჯებზე ნაკლებია.