ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - (European Bank for Reconstruction and Development -EBRD) - სახელმწიფოთაშორისო ბანკი, დაარსდა 1991 წელს ლონდონში. ახორციელებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნების გრძელვადიან დაკრედიტებას, ამასთან, ინვესტირების გზით მათ დახმარებას უწევს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში.