უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზა - (natural rate of unemployment hypothesis) - ნეოკლასიკოსთა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკას ახასიათებს ტენდენცია ავტომატურად მიაღწიოს წონასწორობას უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში, ე.ი. წარმოების პოტენციურად სრული მოცულობის პირობებში. უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზას მხარს უჭერენ მონეტარიზმის მომხრეებიც.