უნიტარული სახელმწიფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უნიტარული სახელმწიფო - (unitary state) [ფრანგ. unitaire ლათ. unitas მთლიანობა] - ერთიანი, გაერთიანებული; მთლიანი უნიტარული სახელმწიფო - სახელმწიფო სისტემის ფორმა, რომლის დროსაც სახელმწიფოს, ფედერაციისაგან განსხვავებით, თავის შემადგენლობაში არა აქვს ფედერაციული ერთეულები (შტატები და ა.შ.) და მისი ტერიტორია იყოფა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად (რაიონები, ოლქები და ა.შ.).