არაკანონიერი წარმოება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არაკანონიერი წარმოება - (illegal production) – ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას-93) თანახმად, არაკანონიერი წარმოება კანონით აკრძალული საქმიანობაა (ნარკოტიკების წარმოება და განაწილება) ან საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც ნებართვის გარეშე ხორციელდება. მაგ., სამედიცინო პრაქტიკა ლიცენზიის გარეშე. აქედან გამომდინარე, არაკანონიერი წარმოება იყოფა ორ კატეგორიად:
1. კანონით აკრძალული საქონლისა და მომსახურების წარმოება და რეალიზაცია;
2. ეკონომიკური საქმიანობის ის სახეობები, რომელთა წარმოება და რეალიზაცია ჩვეულებრივ ნებადართულია, მაგრამ თუ ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, მაშინ ისინი არაკანონიერად ითვლება.