ეჯოურტი ფრენსის ისიდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჯოურტი ფრენსის ისიდრო

ეჯოურტი ფრენსის ისიდრო - (Edgeworth Fransis Ysidro), (1845-1926), ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1891-1922 წლებში, ამავე წლებში „ეკონომიკური ჟურნალის” გამომცემელი, მარჟინალისტი და ეკონომიკურ-მათემატიკური სკოლის წარმომადგენელი. ცნობილია აგრეთვე როგორც სტატისტიკური მეთოდების მკვლევარი. ეჯოურტის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „მათემატიკური ფსიქოლოგია” (1881), „ალბათობისა და სარგებლიანობის გაზომვის მეთოდი” (1888), „მონოპოლიების თეორია” (1897), „განაწილების თეორია” (1904), „სტატიები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ” (1925) და ა.შ. მისი გამოკვლევებიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ინდექსებისა და საბანკო საქმის მათემატიკური მოდელირებისადმი მიძღვნილმა პუბლიკაციებმა.






წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები