ვებლენის ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვებლენის ეფექტი - (Veblen effect), მოვლენა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როცა ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების დაცემისას მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მოხდა ხარისხის გაუარესების გამო და ამიტომაც ამცირებს მათ მოხმარებას. ფასების დაცემით ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ეწინააღმდეგება მოთხოვნის კანონს. ამ მოვლენის გაანალიზება უკავშირდება ამერიკელი ეკონომისტისა და სოციოლოგის, ეკონომიკაში ინსტიტუციური მიმდინარეობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ტორსტეინ ვებლენის სახელს და ცნობილია ვებლენის ეფექტის სახელწოდებით.