იაფი ფული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იაფი ფული - (cheap money), საკრედიტო სისტემის ისეთი მდგომარეობა, როცა ადვილია აიღო სესხად კაპიტალი. ეს შესაძლებელია დაბალი საპროცენტო განაკვეთის, საბანკო სისტემის ლიკვიდურობის ზრდის, დაკრედიტების სფეროში შეზღუდვების შესუსტებისა და ა.შ. პოლიტიკის განხორციელების პირობებში. „იაფი ფული” მოსახლეობისათვის კრედიტის ხელმისაწვდომობის ამსახველი ტერმინია.