მეწარმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 12 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეწარმე - (entrepreneur), პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ეკონომიკურ ანალიზში მეწარმის საქმიანობა განიხილება როგორც წარმოების დამოუკიდებელი ფაქტორი. მეწარმეებს ენიჭებათ პასუხისმგებლობა ეკონომიკური გადაწყვეტილებისათვის: რა აწარმოონ, რა რაოდენობით, წარმოების რა მეთოდით. ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისა და წარმოებული საქონლის რეალიზაციას შორის არსებობს გარკვეული დრო, მეწარმე ვალდებულია გააკეთოს მოთხოვნის პროგნოზი. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მეწარმეობას ახლავს რისკი, რომელიც დაკავშირებულია ამ პერიოდში მოთხოვნის რყევებთან. ინდივიდუალურ ფირმებში მეწარმე ერთდროულად იღებს თავის თავზე საწარმოს ფინანსურ რისკს და მტკიცე პასუხისმგებლობას ფირმის მართვის თვალსაზრისით. აქციონერულ კომპანიებში ეს ორი ფუნქცია დაყოფილია აქციონერებსა, ე.ი. მესაკუთრეებსა (რომლებიც ეწევიან ფინანსურ რისკს) და დირექტორთა საბჭოს (რომლებიც ფაქტობრივად მართავენ ფირმას) შორის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები