სოფლის მეურნეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოფლის მეურნეობა - (agriculture) - მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების მნიშვნელოვანი დარგი; გაეროს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მიხედვით აგრარული სექტორის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, კვების პროდუქტებს საბოლოო მოხმარებისათვის და ნედლეულს - მრეწველობისათვის. მოიცავს მემცენარეობასა და მეცხოველეობას, რომლებიც დიფერენცირებულია ცალკეულ ჯგუფებად და სახეებად.