რაციონალური მოლოდინის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:05, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რაციონალური მოლოდინის თეორია - (rational expectations theory), თეორია, რომლის თანახმადაც მწარმოებლები და მომხმარებლები - ბიზნესისა და ჰაუსჰოლდის ბლოკები არსებული სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის საფუძველზე ყველაზე რაციონალურად გეგმავენ თავიანთ ეკონომიკურ ქცევას. ისინი ვარაუდობენ, რომ ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა გარკვეულ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და, ხელმძღვანელობენ რა საკუთარი გამორჩენის სურვილით, ისეთ ღონისძიებებს მიმართავენ, რომლებიც ამ პოლიტიკას არაეფექტიანს ხდის.