საარსებო მინიმუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 15 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საარსებო მინიმუმი - (subsistence level), ფულადი სახსრების მინიმუმი, რაც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისა და სამუშაო ძალის აღდგენისათვის. იგი საკმარისი უნდა იყოს მუშაკისა და მისი ოჯახის წევრების საზოგადოებრივად აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საწარმოო ძალების განვითარების დონის გათვალისწინებით. საარსებო მინიმუმი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. საზოგადოების განვითარების მოცემულ პირობებში მისი განსაზღვრის მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის (საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის) შექმნას, რომელიც გარკვეული სიდიდის ოჯახის ან ერთი მუშაკის შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსს წარმოადგენს.