სალდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სალდო - (saldo, იტალ. სალდო ანგარიში, ნაშთი), სხვაობა - საწარმოს ფულად შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში; საერთაშორისო ვაჭრობაში სხვაობა ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის ღირებულებას შორის (სავაჭრო ბალანსის სალდო). საერთაშორისო საგადასახადო ანგარიშსწორებაში სხვაობა ქვეყნის საზღვარგარეთულ გადასახდელებსა და შემოსავლებს შორის (საგადასახდელო ბალანსის სალდო).