სასაქონლო ნიშანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასაქონლო ნიშანი (trademark), დადგენილი წესით რეგისტრირებული, ორიგინალურად გაფორმებული გრაფიკული, ასოებრივი ან სხვაგვარი ნიშანი. გამოიყენება სხვადასხვა საწარმოთა მიერ წარმოებული ერთგვაროვანი საქონლის ერთმანეთისაგან განსასხვავებლად.
ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სავაჭრო ნიშნის ორი სახე:
1. სავაჭრო მარკა (trade mark) - ნიშანი, სიმბოლო, სიტყვა ან ამ უკანასკნელთა შეერთება, რომელიც მიუთითებს საქონლის მწარმოებელზე;
2. სავაჭრო სახელწოდება (trade name) - საქონლის მწარმოებლის სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის არა გამოშვებულ პროდუქციას, არამედ თვით ფირმას. სასაქონლო ნიშნები დაცულია კანონით.