ბერიძე როლანდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როლანდ ბერიძე

როლანდ ბერიძე − (Ronald Beridze), ქართველი დიპლომატი, 2014-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში – აკრედიტებული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

დაიბადა 12 სექტემბერი, 1959 წელი, ქ. რუსთავი, საქართველო.

განათლება:
1976-1981 − ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი;
1981-1983 − სწავლობდა სინქრონული თარჯიმნების უმაღლეს კურსებზე Diploma cum laude;
2002 − გაიარა პრინსტონის უნივერსიტეტის (Princeton University, USA) სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის წოდება საჯარო პოლიტიკის საკითხებში (Princeton University, USA)

სამუშაო გამოცდილება:
1983-1990 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი − მეორე, შემდგომ პირველი მდივანი;
1990-1992 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1992-1997 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი;
1997-2001 − ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი საკონსულო საკითხებში;
2002-2003 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადასა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსი;
2003-2014 − Georgian Airways, გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების დარგში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები