ჰეტეროდოქსული სტაბილიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:12, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეტეროდოქსული სტაბილიზაცია - (heterodox stabilization) - მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მოდელი, რომელიც ნეოლიბერალური და ნეოკეინზიანური თეორიების ძირითადი პოსტულატების მექანიკური შეერთების გამოხატულებაა. იგი, ხელფასებისა და ფასების „გაყინვით“, იძლევა სწრაფ ანტიინფლაციურ ეფექტს, მაგრამ იწვევს ფასების დეფორმაციას, ახშობს წარმოების განვითარების სტიმულებს, წარმოქმნის სასაქონლო დეფიციტსა და ა.შ., რითაც ხელს უშლის საბაზრო ურთიერთობებისა და შესაბამისი ინსტიტუტების განვითარებას.