ჯინის კოეფიციენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯინის კოეფიციენტი - (Gini Coefficient) - შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხის აგრეგირებული რაოდენობრივი მაჩვენებელი.
ჯინის კოეფიციენტი მიიღება ლორენცის მრუდისგან და წარმოადგენს ამ მრუდსა და აბსოლუტური თანასწორობის ხაზს შორის ფართობის შეფარდებას აბსოლუტური თანასწორობის ხაზის ქვეშ არსებულ მთლიან ფართობთან. ჯინის კოეფიციენტს აქვს ნულის ტოლი მინიმალური მნიშვნელობა (აბსოლუტური თანასწორობა) და ერთის ტოლი მაქსიმალური მნიშვნელობა (აბსოლუტური უთანასწორობა).რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით უფრო მეტია უთანასწორობა შემოსავლების განაწილებაში. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება.