დუჩიძე ნუგზარ
ნუგზარ დუჩიძე – (Nugzar Duchidze), ქართველი დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთი.
დაიბადა 3 ოქტომბერი, 1946 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1969 – თბილისის სახელმწიფო სამედიცნო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი; 1969-1972 –
თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, ესპანური ენის კურსები; 1972-1976 – დაუსწრებელი სწავლების
ასპირანტურა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი; 1979-1982 – საკავშირო
საგარეო ვაჭრობის აკადემიის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – საგარეო ეკონომიკური
ურთიერთობები; 1988 – ბიზნესმენთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ექსპორტიორთა და იმპორტიორთა
ასოციაცია (არგენტინა); 1998-2002 – დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა, საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება: 1969-1972 – თბილისის ფარმაცევტული ქარხანა, საამქროს უფროსი; 1972-1975 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, მეცნიერ-მუშაკი; 1975-1979 – საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტრო, განყოფილების უფროსი; 1982-1984 – საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სამინისტრო, მთავარი საინჟინრო-ტექნიკური სამმართველო, ექსპერტი; 1984-1988 – არგენტინაში საკავშირო საწარმო წარმომადგენლობა, უფროსი ინჟინერი; 1988-1989 – საკავშირო საწარმო-სამრეწველო პალატის უფროსი ექსპერტი; 1989-1992 – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი; 1992-1995 – საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1995-1997 – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე; 1999-2003 – ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და კულტურულ ურთიერთობათა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი; 1997-2001 – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე; 1994-2003 – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე.
ფლობს: ესპანურ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოს ავტორი – „საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია“.