იაკობაშვილი თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:11, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ იაკობაშვილიი

თემურ იაკობაშვილი – (Temur Yakobashvili), საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, დიპლომატი, 2011-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დაიბადა 3 სექტემბერი, 1967 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
იელის (აშშ) უნივერსიტეტის მსოფლიო ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი.
დაამთავრა ოქსფორდის (ინგლისი) უნივერსიტეტის დიპლომატიისა და ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსები.

სამუშაო გამოცდილება:
მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპატრამენტის დირექტორად.
1999 – დააარსა კავკასიაში უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრი-სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2008 წლამდე.
2008-2010 – იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ებრაულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები