აპიკალური კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აპიკალური კომპლექსი - (ლათ. apex კენწერო, მწვერვალი) – შეღწევის რთული ორგანელა, რომელიც გააჩნია Apicomplexa-ს ტიპის უმარტივესების (პროტოზოები) მოძრავ სტადიებს (ზოიტები). აპიკალურ კომპლექსში შედის სამმემბრანიანი პელიკულა, სუბპელიკულარული მილაკები, მიკროფორა, როპტრია, მიკრონემა და კონოიდი.