ნანობაშვილი იოსებ
ნანობაშვილი იოსებ – (Nanobashvili Ioseb), ქართველი დიპლომატი, 2015-2020 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში
დაიბადა 30 აპრილი, 1971წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1987-1993 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამეცნიერო ხარისხი: თეორიული ფიზიკის ბაკალავრი;
2000-2002 – ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია (Mediterranean Academy of Diplomatic studies; Malta);
2003-2005 – ლუიზიანას (აშშ), ლაკრუზის უნივერსიტეტი (Bay, St. Louis, MS, USA); სამეცნიერო ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი, პოლიტიკური მეცნიერებები (დისტანციური სწავლება).
სამეცნიერო ხარისხი:
დიპლომატიის მაგისტრი;
აკადემიური ხარისხი:
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატიის მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება:
2020-დან – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
2013-2015 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2013-2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი;
2009-2013 – ეუთო-ში (OSCE) საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი (ქ. ვენა);
2008-2009 – რუმინეთსა და მოლდოვაში საქართველოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული/უფროსი მრჩეველი/კონსული (ქ. ბუქარესტი);
2006-2008 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2002-2006 – ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველი (ქ. ბრიუსელი);
1998-2002 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე/მეორე მდივანი/ატაშე.
აკადემიური გამოცდილება: კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი (The University of Manitoba, Canada); ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (Honorary Faculty, Webster University, Athens Campus); საბერძნეთის პირეოსის უნივერსიტეტის მკვლევარი (The University of Piraeus).
სამეცნიერო ნაშრომები:
2008-2011 – Exporting to the European Union Market - Specific Issues (ISBN 978-9941-0-0570) EU Taxation Policy towards products imported from third countries (ISBN 978-9941-0-0841) Certification of the animal products exported to the EU(ISBN 978-9941-0-1534) Specific Issues of the Export of Organic Products to the EU Market (ISBN 978-9941-0-3302);
2018 – საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი; Guidelines for legal migration to Greece (ICMPD/EU, Vienna, 2018);
2019 – მრავალმხრივი დიპლომატიის პრაქტიკული სახელმძღვანელო – Practical Guidelines for Multilateral Diplomatic Activities (პირეუსის უნივერსიტეტი, საბერძნეთის რესპუბლიკა).
ფლობს: ინგლისური, რუსული – სრულყოფილად; ფრანგული – საბაზისო.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი
==წყარო==
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები