ასკაროპსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასკაროპსი - (Ascarops; ბერძნ. askaris, askaridos ჭია + ops, opos სახეობა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Thelaziidae-ს ოჯახს, Spirurata-ს ქვერაზმს. Ascarops strongylina (ბერძნ. strongylus ცილინდრული, მრგვალი) – სახეობა, პარაზიტობს ღორის კუჭში. ბიოჰელმინთი. შუალედ. მასპინძ. – ნაკელის ხოჭოები.