ბორები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორები – მწერები; მიეკუთვნებიან Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. ვითარდებიან სრულად გარდაქმნადი ციკლით. ზრდასრულ ფაზაში არ იკვებებიან და ცოცხლობენ მათი ლარვული ფორმების მიერ ძუძუმწოვრების შინაგან ორგანოებში პარაზიტობისას დაგროვილი საკვები ნივთიერებებით. ბორები კვერცხმდებლები და ცოცხალმშობებია. ისინი წარმოდგენილია სამი ოჯახით: Hypodermatidae – კანქვეშა ბ-ები (აერთიანებს გვარებს: Hypoderma, Oedemagena და Crivellia); Oestridae – ცხვირ-ხახის ბორები (აერთიანებს გვარებს: Oestrus, Cephenomyia, Rhinoestrus და Cephalopina) და Gastrophilidae – კუჭის ბორები (ოჯახში ერთი გვარია – Gastrophilus).


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები