ბუზარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუზარები - (Hippobosidae; ბერძნ. hippos ცხენი + boskien კვება + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Puppipara-ს ქვერაზმს (ჭუპრმდებელი), Diptera-ს რაზმს. ძუძუმწოვრებისა და ფრინველის ექტოპარაზიტები. Melophagus ovinus (ბერძნ. melon წვრილფეხა პირუტყვი + phagein კვება, ovinus ცხვრის) – სახეობა, რომელიც პარაზიტობს ცხვრის სხეულზე; მელოფაგოზის აღმძვრელი. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. კლ. ნ-ები: ქავილი, დერმატიტი, მატყლის ნაწილობრივი ცვენა, სიგამხდრე. ზოგჯერ ბატკანი კვდება. სხვა სახეობები: Hippobosca equine (ცხენის ბუზარა), H.canis (ძაღლის ბუზარა), H.camelina (აქლემის ბუზარა) –ჰიპობოსკა; Lipoptena cervi (ბერძნ. leipo დაკარგვა + ptenos ფრთები, ლათ. cervus ირემი) – ირმის ბუზარა.