აგროკლიმატური რესურსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:24, 22 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგროკლიმატური რესურსები – კლიმატწარმომშობი ფაქტორების (ადგილის განედი, მზის რადიაციის მაჩვენებელი, აბსოლუტური სიმაღლე, ზღვის ან ოკეანის სიახლოვე და დინებები, რელიეფი, ქვეფენილი ზედაპირის ნიშნები – ტყიანობა, უდაბ-ნო ან უტყეო მთები), კლიმატური პირობებისა და ჰავის კომპონენტების (ატმოსფერული ნალექები, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ქარი) რაოდენობრივ-თვისებრივი მაჩვენებლები (ვეგეტაციურ პერიოდში ნალექების წლიური რაოდენობა, ტემპერატურათა ჯამი, უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა და სხვ. ფენოლოგიური ასპექტები), რომლებიც განაპირობებენ ან/და გავლენას ახდენენ მეურნეობის განვითარების მსვლელობაზე;