ავიტელინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავიტელინა - (Avitellina; ბერძნ. a უარყოფა + ლათ. vitellus ყვითრი; სიტყვასიტ. საყვითრე ჯირკვლის არარსებობა) – ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს. Avitellina centripunctata (ლათ. centrum ცენტრი + punctatum წერტილოვანი, პუნქტირებული) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრის, თხის, იშვიათად ძროხეულის, გარეულ მცოხნელ ცხოველთა წვრილ ნაწლავებში. სხეულის სიგრძე 3 მეტრამდე, ფორმა ვიწრო – და ზონარისებრი. მას არ გააჩნია საყვითრე ჯირკვლები. ბიოჰელმინთი. შუალედ. მასპინძ. – საძოვრის მცირე ზომის კოლომბოლები (ფეხკუდიანები), რომლებიც მიეკუთვნებიან Entomobryidae-ს ოჯახს. ავიტელინოზის აღმძვრელი.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი ცხოველთა პარაზიტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები