თიზანიეზიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თიზანიეზიოზი (thysanieziosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Thysaniezia + ბერძნ. osis დაავადება) – მცოხნელი ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ცესტოდა – Thysaniezia giardi პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით, სამხრეთის ქვეყნებში. ავადობენ ბატკნები 6-8 თვიდან 1,5 წლის ასაკამდე, ასევე, უფროსი ასაკის ცხვრები და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი.
სიმპტომები: სიგამხდრე, ლორწოვანი გარსების ანემია, ნერწყვდენა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.