თიზანოსომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თიზანოსომა (Thysanosoma; ბერძნ. thysanos ვარაყი + soma სხეული) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Avitellinidae-ს ოჯახს, Anoplocephalata-ს ქვერაზმს. Thysanosoma actinoides (ბერძნ. actin სხივი + eidos მსგავსი, გარეგნობა) – სახეობა, პარაზიტობს შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველების
ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – საძოვრის ორიბატიდული ტკიპები. თიზანოსომოზის აღმძვრელი.