კოოპერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოოპერია (Cooperia; ინგლისელი ექიმის ა. კოოპერის პატივსაცემად) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Cooperia curticei (ამერიკელი პარაზიტოლოგის კურტიცეს პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრისა და თხის ნაწლავებში; C. punctata (ლათ.punctum წერტილი) და C. pectinata (ლათ. pecten სავარცხელი) – სახეობები, პარაზიტობენ ძროხეულის, იშვიათად, ცხვრის წვრილ ნაწლავებში. მცოხნელი ცხოველების ტრიქოსტრონგილიდოზების აღმძვრელები.