რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:58, 29 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა – რუსეთს ნაციონალური ბიბლიოთეკა მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი სიძველეთსაცავია. მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში. ბიბლიოთეკამ სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა: 1917 წლამდე ეწოდებოდა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკა; 1917-დან 1925 წლამდე – რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკა; 1932 წლიდან 1992 წლებში მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკა; 1992 წლიდან – რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკაში დაცულ სხვადასხვაენოვან ხელნაწერებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერების კოლექციაა, რომლის თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული აღწერილობა დღემდე არ არის გაკეთებული.