რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდები დაარსდა პეტერბურგში 1818-1930 წწ-ში არსებულ სააზიო მუზეუმის ბაზაზე. დღეს ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აღმოსავლეთის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ძველი და შუა საუკუნეების ისტორიისა და წერილობითი ძეგლების კომპლექსურად შესწავლის საქმეში. სხვა აღმოსავლურ ხელნაწერებთან ერთად ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე აქ არის დაცული XI-XIX სს-ის 295 ქართული ხელნაწერი წიგნი. პირველი ქართული ხელნაწერი სააზიო მუზეუმს 1818 წელს გადასცა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ.

ქართული ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნებით მუზეუმის ფონდების ინტენსიური შევსება უკავშირდება ფრანგ კავკასოლოგ მარი ბროსეს პეტერბურგში მოღვაწეობასა და მის ურთიერთობებს ქართველ ბატონიშვილებთან. ამ საქმეში მას მხარში ამოუდგნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები: დავით ჩუბინაშვილი, პლატონ იოსელიანი, ზაქარია ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი. ქართულ ხელნაწერთა ფონდში დაცულია თეიმურაზ ბატონიშვილის, პეტრე ქებაძის, პლატონ იოსელიანის, ნიკოლოზ ფალავანდიშვილის, ანდრეი შოგრენის, გიორგი ავალიშვილის კერძო კოლექციები. კოლექციის პირველი მოკლე კატალოგები შედგინეს დ. ჩუბინაშვილმა და ნ. მარმა (Марр 1920: 91-99). საერო ხელნაწერების სრული სამეცნიერო აპარატით აღჭურვილი აღწერილობა ეკუთვნის რ. ორბელს (Орбели 1956: 3-182), ხოლო სასულიერო ხელნაწერებისა – თ. ცერაძესა და ლ. ხოფერიას (ცერაძე 2016: 3-831).

სარჩევი

სასულიერო ხელნაწერები

A1(A3). ოთხთავი.

XIII-XIVსს. 197 ფ.; ეტრატი; 7x8 სმ.; ნუსხური; სათაურები ნუსხურითა და ზოგან მთავრულით; ყავისფერი მელანი; სათაურები წითლით; საზედაო ასოები წითლითა და ძირითადი ტექსტის მელნით; ვერცხლის ფირფიტებით შეჭედილი ტყავგადაკრული ყდა; გაფორმებულია მათე და იოანე მახარებლების მინიატიურებით; იწყება ევსებიოსის წერილით, ყოველ თავს უძღვის საკითხვების ნუსხა; ზანდუკში წარმოდგენილია აღვსებიდან დიდ შაბათამდე საცისკრო და მთელი წლის უძრავ საეკლესიო კალენდარზე გაწყობილი საკითხავები. სახარებას ერთვის გიორგი ათონელის ანდერძი. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა (იმნაიშვილი 1979:259- 628; მელიქიშვილი 2012 (a):165-181).

E45 (E117;G111a,b). ოთხთავი.

XIII–XIV, XIV-XV სს. 330 ფ.; ეტრატი; 16,5x22,1 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; მუქი ყავისფერი და მოშავო მელანი; საზედაო ასოები; სათაურები სინგურით; ტვიფრული შავი ტყავის ყდა; კონვოლუტი; I ნაწილი ოთხთავია; ყოველ სახარება უძღვის ზანდუკი; შემკულია მახარებელთა მინიატიურებით; გადამწერი: გიორგი ხოცისა შჳლი; გადაწერის ადგილი: ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი; მმოსველი: გიორგი ჯინჭარაძე; თარიღდება XIII–XIV სს-ით (ინგოროყვა 1954: 351). II ნაწილი წარმოადგენს „საწელიწდო სახარებების განგებას“ წარდგომიდან დიდ შაბათამდე, მთელი ლიტურგიკული წლის უძრავი დღესასწაულებისა და ეკლესიის სათბურებისა. გადამწერები: ორი ანონიმი. პალეოგრაფიული ნიშნებით თარიღდება XIV-XV სს-ით. ამ ორი სხვადასხვა წიგნის გაერთიანების დრო და ადგილი უცნობია. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქცისაა. ხელნაწერის პირველ ნაწილს ერთვის არაერთი მინაწერი (მენაბდე 1962: 401-405; შათირიშვილი 2010: 401-407).

H33 (H2). ოთხთავი.

XIV-XV სს. 155 ფ.; ქაღალდი; 19,6x29 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურითა და ტექსტის მელნით. ტექსტს აქვს ბოლოსამკაულები და პრიმიტიული ორნამენტები. ტყავგადაკრული ხის ყდა; ყოველ სახარებას უძღვის თავების ზანდუკი; ტექსტს ერთვის ვნების კვირის საცისკრო საკითხავები და აღდგომის კვირის განგება; ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა; აქვს სხვადასხვა დროსა და ეპოქაში შესრულებული მინაწერები.

B1 (B4; G11 6d). ფსალმუნი.

XIII-XIV, XV-XVIII სს. 202 ფ.; ეტრატი; 11,5x12,5 სმ; ხის ყდა მუქი ტვიფრული ტყავით; ნუსხური; საზედაო ასოები ზოგან მთავრულით; ოთხი ხელი; შავი მელანი; საზედაო ასოები სინგურით, ოქრომელნითა და ცისფრით; ხელნაწერი შემკულია თავსამკაულითა და დეკორირებული ასოებით; შედგება გიორგი ათონელის რედაქციის ფსალმუნისა (შანიძე (b)1960: 414-423; ჭელიძე 2006: 243-248) და ბიბლიური გალობებისგან. გალობების ტექსტები გამოქვეყნებულია (1960(b): 411-445; ჭელიძე 2006: 241-261). ამას გარდა, ხელნაწერი მოიცავს ზედწარწერილთა ეფრემ მცირისეულ თარგმანებებს (შანიძე 1971(a):82; მელიქიშვილი 2012: 146-159).

K4 (K12;G117). სამოციქულო.

XIII ს. 277 ფ.; ეტრატი; 19,5x28 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და ზოგიერთი საზედაო ასო წითელი მელნით; ყავისფერი ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა; კრებული შეიცავს მოციქულთა საქმის, კათოლიკე ეპისტოლეების, პავლეს ეპისტოლის ეფრემ მცირისეულ რედაქციას; ეპისტოლეებს უძღვის ევთალეს სტიქომეტრიის ნაწილები: „უწყებანი“ და „თავნი“ (დანელია 1977: 78; კეკელიძე 1980:415; მელიქიშვილი 2012(a): 187-190). ხელნაწერის ნაწილობრივი აღწერილობა, ზოგიერთი ანდერძ-მინაწერი, ასევე კომენტარები გამოქვეყნებულია „პავლეს ეპისტოლეთა“ აკადემიურ გამოცემაში (ძოწენიძე 1974: 3-37). მოკლე ცნობები ხელნაწერზე მოყვანილი აქვს ი. აბულაძეს (აბულაძე 1950: 031).

H22 (H6 G39). ქართველ წმინდანთა ცხოვრება-წამებები.

XII-XIII სს. 99 ფ.; ქაღალდი; 23,5x33,5 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუყაოს წითელკოლენკორგადაკრული ოქროტვიფრული ყდა; კრებული შეიცავს: იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის, წმ. ნინოს, ილარიონ ქართველის „ცხოვრებებსა“ და დავით და კონსტანტინეს მარტვილობას. ტექსტები მეტაფრასული რედაქციისაა.

M42 (M57; G 38a). აგიოგრაფიული კრებული.

XIII-XIV სს.151 ფ.; ქაღალდი; 24,2 33,6 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები წითლით; კონვოლუტი; შეიცავს სექტემბერ-თებერვლის კალე- ნდარზე გაწყობილ კიმენური და მეტაფრასული რედაქციების 15 საკითხავს (კეკელიძე 1957: 66 67;120;132;136;139;160;170;175;178; 179;182;201;210; გაბიძაშვილი 2004: 128; 136; 138; 139; 191; 215; 231; 239; 277;284; 313; 340; 368; 372).

C12 (C16;G56). აგიოგრაფიული კრებული.

187 ფ.; ქაღალდი; 10,5x16 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით, ზოგჯერ-მხედრულით; შავი მელანი; სათაური მთავრულით ან მხედრულით, წითლით; კონვოლუტი; სამი გადამწერი; შეიცავს 15 საკითხავს.

E38 (E101;G160). „იოანე მოწყალის ცხოვრება“.

XIX ს. 40 ფ.; ქაღალდი; 10x16,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; სავარაუდო გადამწერი: თეიმურაზ ბატონიშვილი. არსებობს ტექსტის რვა სხვადასხვა რედაქცია; აღნიშნული თხრობა სხვაობს ყველასგან; თარგმნილია ბერძნულიდან 1813 წელს არქიმანდრიტ დანიელის მიერ (კეკელიძე 1957: 93-94; ახობაძე 2003: 28-37; გაბიძაშვილი 2004: 236-237; ცერაძე 2009: 540-581).

P6 (P5; G40). აგიოგრაფიული კრებული.

XIX ს. 20 ფ.; ქაღალდი; 27,2x41 სმ.; შავი მელანი; სათაურები; საზედაო ასოები და ანდერძები წითლით. წითელკოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა ცისფერი ყუით; ხელნაწერი ორი ერთად აკინძული ნაწილისაგან შედგება; სავარაუდო გადამწერია თეიმურაზ ბატონიშვილი. კრებულში შესულია: 1.„მოქცევა მირიან მეფისა“- ქართლის მოქცევის ეს ტექსტი შედგენილია ლეონტი მროველის ქართლის მოქცევის“, „მეფეთა ცხოვრებისა“ და „წმ. ნინოს ცხოვრების“ ცალკეული მონაკვეთების კომპილაციით; 2. „ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“, რომელიც არ მიჰყვება ამავე თხზულების ცნობილ ორ რედაქციას. ტექსტებს ერთვის თეიმურაზ ბატონიშვილის ორი სავედრებელი მინაწერი (ყაუხჩიშვილი 1942: 72-130; კეკელიძე 1945: 269-280 ილი 1945: 103-111; ძეგლები1968: 218-225; 1989: 236-237; კეკელიძე 1980: 239-241;158; 533-534).

M49 (M33). აგიოგრაფიული კრებული.

XIX ს. 1840 წ. 200 ფ.; ქაღალდი; 20,5x32 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; ტექსტი რამდენიმე ხელნაწერიდან გადაუწერიათ; ერთ-ერთია ხეც S-3637. შეიცავს „წამებებისა“ და „ცხოვრებების“ ტექსტებს, ასევე შესხმასა და სვეტიცხოვლის საკითხავს, რომელიც 1 ოქტომბერს იკითხება; ხელნაწერში შესულია ლარგვისის აქიმანდრიტ პაფნოტის „წამების“ განსხვავებული და ახალმიკვლეული რედაქცია, ერთვის პ. იოსელიანის შენიშვნები.

M52 (M44). კათალიკოსი ანტონ I. მარტირიკა.

1840 წ. 232 ფ.; ქაღალდი; 20,5x33 სმ.; მხედრული; ადგილ-ადგილ მთავრული; შავქაღალდგადაკრული მუყაოს ყდა; გადამწერები: სვიმონ ტაბიძე და გიორგი მაისურაძე. „მარტირიკა“ შეიცავს 20 ტექსტს, რომელთაგან 17 ქართველ წმინდანთა მარტვილობაა, 3 – სომეხი წმინდანებისა. თითოეულ ტექსტს აქვს წამძღვარებული შესაბამისი წმინდანის იამბიკო. „მარტირიკას“ უძღვის გაიოზ არქედიაკვნისა და მეფის მოძღვარ იოანეს ძმისწულის 22-ტაეპიანი გალექსილი წინასიტყვაობა. ხელნაწერს ბოლო ორ საკითხავად აქვს წარმოდგენილი უსათაურო ტექსტები: სავარაუდოდ, „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციისა და ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის „ძეგლი ერისთავთას“ ფრაგმენტები; ძეგლისწერის ორიგინალი ინახება პეტერბურგში, მარი ბროსეს კოლექციაში (H47). ხელნაწერს ერთვის მარი ბროსესა და საბინინის მინაწერები; მარტირიკა და ცალკეული თხზულებები გამოცემულია (ჩუბინაშვილი 1846: 301-344, საბინინი 1882: 303-312, 351-362, 531-554, 542-579, 584, 621-629. ქავთარია (a) 1977: 3-243; ქავთარია (b) 1977: 5-289; ძეგლები 1980: 9-419, Орбели 1970: 27-28).

M21 (M56, G38). აგიოგრაფიული კრებული.

1842 წ. 418 ფ.; ქაღალდი; 21x33 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; მწვანე ქაღალდგადაკრული მუყაოს ყდა. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (415r). კრებული შეიცავს 39 თხზულებას: ქართველ და არაქართველ წმინდანთა „ცხორებების“, „წამებების“, შესხმათა და „სწავლათა“ ტექსტებს. ხელნაწერის ანდერძის თანახმად, კრებულის დედანია ხეც H-2077. M21-ში, დედნისგან განსხვავებით, შეტანილია მხოლოდ შიოსა და აბოს საგალობელი, რომლებიც წინ უძღვის მისი „წამების“ ტექსტს. კრებულში შესული თხზულებების უმეტესობა გამოკვლეულია, ტექსტები-გამოცემული (საბინინი 1882: 193-208; კეკელიძე: 1950: 19-50; აბულაძე 1955: IX-XVIII,XXV-XXVI; ძეგლები 1968: 284-300; ძეგლები 1971:83-107; კეკელიძე 1980: 157-163, 534-536; თარხნიშვილი 1994: 52-53; გოილაძე 2002:3-150; გაბიძაშვილი 2004: 62-67; მერკვილაძე, 2006: 75-76).

E208 (E109). იესო ქრისტეს განჩინება.

XVIII ს. 2 ფ.; ქაღალდი; 23,5x37,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით; ხელნაწერის სათაური აღდგენილია ხეც A-1093: 4-ის მიხედვით. ტექსტი დასტურდება ასევე ამავე კოლექციის C23-ში.

P12 (P13ж). ავგაროზი.

XVI-XVII სს. ეტრატი; გრაგნილი; სხვადასხვა სიგრძის 5 კეფი, დახვეულია ხის ჯოხზე; 241,5 სმ.; ნუსხური; ნაწერია ორივე მხარე ყავისფერი და შავი მელნით; II კეფის r-ზე მიხატულია წვერებიანი მამაკაცის ფიგურა; შეიცავს საკითხავებს სახარებიდან, „ავგაროზის ეპისტოლეს“, სამკურნალო ლოცვას. ამგვარი შედგენილობის ხელნაწერებს გვიანდელ ტრადიციაში ეწოდებოდა ავგაროზები. (ჩხიკვაძე 2007: 146-151).

A3 (A2). ავგაროზი.

XVII-XVIII სს. 128 ფ.; ჩამუქებული ეტრატი; 8x7,5 სმ.; ნუსხური; ტყავგადაკრული ხის ყდა; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; გადამწერი: ისაკ თოთოძე; შეიცავს საკითხავებს სახარებიდან, „ავგაროზის ეპისტოლეს“, ასევე სხვადასხვა სამკურნალო ლოცვას (ჩხიკვაძე 2007: 146-151).

P11 (P13д). ავგაროზი.

XVIII ს. გრაგნილი; 8 კეფი; ქაღალდი; სიგრძე: 365 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მფლობელი: იოსებ ხმალაძე. შეიცავს საკითხავს სახარებიდან, სხვადასხვა ლოცვას და „ავგაროზის ეპიტოლეს“ (ჩხიკვაძე 2007: 147-151).

P14. ავგაროზი.

XIX ს. გრაგნილი; 9 კეფი; ქაღალდი; 393 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; გაფორმებულია 9 გრავიურით, რომლებსაც ახლავს განმარტებითი წარწერები; თავბოლონაკლული; გრაგნილი შეიცავს სხვადასხვა ლოცვას, მასში არ დასტურდება „ავგაროზის ეპისტოლის“ ტექსტი; სახელწოდება „ავგაროზი“ უკავშირდება ფუნქციას. იგი დამცავი ტექსტი, ანუ თილისმაა (ჩხიკვაძე 2007:147-151).

E41 (E94). იოანე სინელი. სათნოებათა კიბე.

XI; XVIII-XIX სს. 301 ფ.; ქაღალდი – 24 ფ.; 14,7x21,5 სმ.; ეტრატი – 274 ფ.; 14,7x21,7 სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები წითლით, მთავრულით ან ნუსხურით; შემორჩენილია ყდის ზედა და ქვედა ფრთების ორი ხის ნაჭერი. შედგება ორი ნაწილისაგან: ხელნაწერში არის 30-საფეხურიანი სათნოებათა კიბის გამოსახულება. ხელნაწერის II ნაწილის ანდერძებში მოიხსენებიან გიორგი და იოვანე აზნაური. ტექსტი წარმოადგენს ეფვთვიმე ათონელის თარგმანს, რომელიც გამოქვეყნებულია (კალენდარი 1986: 212-463; ბეზარაშვილი 1989: 129-154).

P3 გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი. კრებული.

1040 წ. 428 ფ.; ეტრატი; 38,3x25,5 სმ.; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები მთავრულით; ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა; გადამწერები და მომგებლები: დეკანოზები გაბრიელი და იოვანე ივანეწმიდელ-საფარელი, რომლებსაც ხელნაწერი შეუწირავთ ჯვრის მონასტრისათვის. 1820 წელს ხელნაწერი ჯვრის მონასტრიდან წამოუღია გიორგი ავალიშვილს. კრებული შეიცავს 33 საკითხავს. ხელნაწერი აღწერილია ალ. ცაგარლის, მ. ბროსეს, ე. მეტრეველის მიერ (Цагарели 1894: 43; აღწერილობა 1988: 75. შენიშვ.3). კრებულის შესახებ იხ. (ზვიადაძე 2011; მელიქიშვილი 2012 (b): 333).

C2 (C9; G147). გაბრიელ მცირე. სუფევა.

1798 წ.; 134 ფ.; ქაღალდი; 10x16 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით. ყავისფერი ტყავგადაკრული სქელი მუყაოს ყდა; ორი გადამწერი; კრებული შეიცავს 4 საკითხავს; ზანდუკი მოჰყვება ტექსტს (კეკელიძე 1957: 20; კეკელიძე 1980: 398-403; ქაჯაია 1992: 146-147; მელიქიშვილი 2012(b): 514-523).

C30 (C18).გაბრიელ მცირე. სულის გვირგვინი.

1800 წ. 183 ფ.; ქაღალდი; 10, 5x16,8 სმ.; ყავისფერტყავგდაკრული მუყაოს ყდა; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. გადამწერი: ხუცი სჳმონი. „გვირგვინი“ შეიცავს 5 თავს, ყოველ თავში 20 თხრობაა. ისინი ძირითადად შეკრებილია ძველ ქართულ ტრადიციაში არსებული მეუდაბნოეთა თხრობებისგან. ამ 5 თავს მოჰყვება ,,ბეჭედი“ და დასასრულს ერთვის ზანდუკი. „გვირგვინი“ გამოცემულია.

C18 (C29; G145). სამასეული.

XVIII ს-ის ბოლო. 69 ფ.; ქაღალდი; 10,5x16,8 სმ.; ყავისფერი ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითელი მელნით; ხელნაწერს აქვს პრიმიტიული თავსამკაული; კრებული შეიცავს გრიგოლ ღვთისმეტყველის, ბასილი დიდის, მაქსიმე აღმსარებლის სწავლებებს; თითო ავტორის 100 სწავლებას; ექვთიმე ათონელის თარგმანი. (კეკელიძე 1957: 32;18,70; მელიქიშვილი 2012(b): 515-521; 524-525).

E37 (101; G160). კრებული.

XVIII-XIX სს. 14 ფ.; ქაღალდი; 17x21 სმ.; 16x20 სმ.; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; მუქი ყავისფერი მელანი.; კრებულში შედის: „ელისაბედ ღირსი საკვირველმოქმედის წამება“, მაკარი მეგვიპტელის „სწავლათაგან“ გამოკრებილი ფრაგმენტები, მოკლე ცნობები IX-XII საუკუნეებში მოღვაწე 23 მთარგმნელის შესახებ. ფსევდომაკარი მეგვიპტელის თხზულებათა ქართული ვერსია გამოცემულია (კეკელიძე 1957: 95; კეკელიძე 1980: 204, 545; ნინუა 1982: 05-192).

M38 (M50; G142). ფსევდოარეოპაგელი. თხზულებები.

XIX ს. 188 ფ.; ქაღალდი; 20,5x33 სმ.; მხედრული; ყავისფერი და შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; ყავისფერი ტყავგადაკრული მუყაოს ტვიფრული ყდა; ხელნაწერი შეიცავს არეოპაგიტულ კორპუსის ეფრემ მცირისეულ თარგმანს; წამძღვარებული აქვს ეფრემ მცირის „წინაბჭე“; ფსევდოდიონოსეს ყველა თხზულებას უძღვის ზანდუკი და იამბიკო; თხზულებებს ახლავს კომენტარები და „შეისწავენი“. თხზულებას „საღმრთოთა სახელთათვის“ მოსდევს ეფრემ მცირის ანდერძი. ხელნაწერი შესწავლილია და გათვალისწინებულია თხზულების გამოცემაში (ბერაძე: 1943; ყაუხჩიშვილი 1946; კეკელიძე 1955: 232-233; კეკელიძე, 1957: 39-40; ენუქაშვილი 1961: 016-017; ბრეგაძე 1971:444; ლოლაშვილი 1973: 22-41;კეკელიძე 1980:260; ბეზარაშვილი 1995: 327-338).

С4 (G174,а; С12). პროკლე დიადოხოსი. კავშირნი ღვთისმეტყუჱლებითნი.

1757 წ. 375 ფ.; 16x10,2 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ნუსხური; ტვიფრულტყავგადაკრულიხის ყდა; გადამწერი: თბილისის სიონის მგალობელი ისაკი; ხელნაწერი ეკუთვნოდა დავით და თეიმურაზ ბაგრატიონებს. ნუსხის ტექსტი სხვაობს შალვა ნუცუბიძისა და სვიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემისაგან (იოანე პეტრიწის შრომები 1937-1939). ხელნაწერი მოხსენიებულია (Вгоssеt 1837 (b): 157).

E85 (E156h). ბაგრატ ბაგრატიონი.

მოთხრობა ახლანდელთა ღირსთა. 1824 წ. 8 ფ.; ქაღალდი; 18x28 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები და არაბული ციფრები წითლით; ავტოგრაფი. შედის: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსებისა და ეპისკოპოსების, დავით გარეჯის უდაბნოს 11 წინამძღვრის, კახეთში მოღვაწე 3 მღვდლის, იმერეთში მოღვაწე 8 მღვდლისა და ბერის ნუსხები.


M41(M55; G157). დოგმატიკონი.

1825 წ. 376 ფ.; ქაღალდი; 33,4 x21,9 სმ.; მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები ასომთავრულით; მუყაოს წითელტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა; მთარგმნელი: არსენ იყალთოელი; გადამწერი: ფილადელფოს ბერი; დამკვეთი: დავით გარეჯას მრავალმთის მონასტრის წინამძღვარი ილარიონ ვაჩნაძე. შეიცავს 18 დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებას, რომლებიც ეძღვნება არიანობის, მონოფიზიტობის, ნესტორიანობას, ასევე მაჰმადიანური და იუდეური რელიგიების ირგვლივ არსებულ პოლემიკას. კრებული სხვაობს „დოგმატიკონის“ სხვა ხელნაწერებისგან. პეტერბურგული ნუსხა გამოყენებული არ არის „დოგმატიკონის“ არც ერთ გამოცემაში.

E24 (E25; G125). ეფთვიმე ათონელი. წინამძღვარი.

XIX ს.105 ფ.; ქაღალდი; 16,5x20,3 სმ.; შავი მელანი; სათაურები, ცალკეული სიტყვები წითლით; მუყაოს ყდა; ნაკლული. ტექსტს ახლავს მარგინალური ნიშნები; შედგება 22 თავისაგან (თხზულება გამოცემულია (ჩიკვატია 2007).

M13 (M45; G157). იოანე ოქროპირი. იოანეს სახარების თარგმანება (განმარტება).

1038 წ. XIII-XIV სს. 489 ფ.; ეტრატი; 25x33,3 სმ.; ნუსხური; ყავისფერი და შავი მელანი; საზედაო ასოები ძირითადად ასომთავრულით და წითლით; შემკულია ორნამენტირებული საზედაო ასოებით, ფრინველის მსგავსი ორნამენტით. ხელნაწერი შევსებულია XIII-XIV სს-ში, გამოყენებულია პალიმფსესტური ფურცლები. გადამწერები: I ნაწილის მიქაელ ჩიხუარელი, II ნაწილის-ნიკოლოზ მწერალი და დანიელი. მთარგმნელი: ეფთვიმე ათონელი; დამკვეთი: გიორგი-პროხორე; I ნაწილის გადაწერის ადგილი: პალესტინა, საბა განწმენდილის ლავრა. გადაიწერა ჯვრის მონასტრისათვის. პალიმფსესტური ფურცლები შესწავლილია (ესბროკი 1978: 81-87); ხელნაწერი არაერთგზის არის აღწერილი (Цагарели 1888: 186-188). ხელნაწერი გათვალისწინებულია გამოცემებში (განმარტება 1993; თარგმანება 2018).

H18 (H17; G197). ეფრემ მცირე. ფსალმუნთა თარგმანება (განმარტება).

XI-XII სს. 392 ფ.; 22,8x33,8 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; საზედაო ასოები წითლით; ხელნაწერის შემკულობას წარმოადგენს ადგილ-ადგილ ორნამენტირებული საზედაო ასოები. ხელნაწერი XVI ს-ში განაახლა ბეენა ჩოლოყაშვილმა, XVII ს-ში - ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა. გადაწერის ადგილი: ჟალიის მონასტერი; თარგმანების ტექსტისა და მისი შედგენილობის შესახებ (შანიძე 1968: 77-100; შანიძე 1971(a):71; შანიძე 1979: 209-213). ხელნაწერის შესახებ (Цагарели 1888: 188-191).

C3 (C4;G181). კანონიკური კრებული.

1764 წ. ფ. 76; 10x15 სმ., ქაღალდი; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით; ყავისფერი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუყაოს ყდა; გადამწერი: დავით დიაკვანი. შემდგენელი: მაკრინე მონაზონი. კრებულში შეტანილია საკითხა- ვები „მცირე სჯულისკანონიდან“. ტექსტი გამოცემულია (გიუნაშვილი 1972: 3-14).

С1 (G103,а; C38). სჯულისკანონი.

1350 წ. (?), XIX ს-ის 30-იანი წლები. 283 ფ.; ეტრატის 179 ფ.; 16.6x11.8 სმ.; ქაღალდის 104 ფ.; 16.9x12.3 სმ.; ორივე ნაწილში შავი მელანი; ნუსხური; მხედრული; მუყაოს ტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა. ყუაზე წარწერილია ხელნაწერის რაობა. გადამწერები: უცნობი და თეიმურაზ ბატონიშვილი. კრებული შეიცავს საკითხავებს: 1. „მცირე რჯულისკანონი“; 2. „იოანე მმარხველი. კანონნი შეცჳდებულთანი, აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კონსტანტინეპოვლელ მთავარეპისკოპოსისა, რომელსა მმარხველ ეწოდებოდა“; 3. „იოანნე მმარხველი. კანონნი შეცოდებულთანი, განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისა“; 4. „ვასილი დიდი. კანონნი დღითი დღეთა ცოდვათანი, ვითარცა წმიდამან ვასილი განაწესნა“; 5. „ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელ აღწერეს წმიდათა მამათა, კონსტანტინეპოვლეს შეკრებილთა წმიდათა ხატთა თაყვანისცემისათჳს“... ამ საკითხავებს წინასიტყვაობად წამძღვარებული აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მოკლედ გადმოცემული გიორგი ათონელისეული ეფთვიმე ათონელის ცხოვრება. ხელნაწერი გამოკვლეულია (Brosset 1837(b):741; Павлов 1875:29-42). მანუსკრიპტს იხსენიებენ ბარონი როზენკამპფი, ხახანოვი (Розенкампф 1839:509; Хаханов, 1897:67). როზენკამფის ნაშრომის ხელნაწერი რუსულ ენაზე დაცულია აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში (იხ. Е1 (G 104; Е 112). ხელნაწერი გათვალისწინებულია „მცირე სჯულისკანონის“ ტექსტის გამოცემაში (გიუნაშვილი 1972:13-14).

E108(E134k). მარხვათა შესახებ.

1838 წ. 16 ფ.; ქაღალდი; 20,5x16,2 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე.

K12 (k17). სვინაქსარი.

XI–XII სს. 180 ფ.; 20,5x29 სმ.; ეტრატი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით, რომლებიც დაფერილია ოქროთი. შემკული პრიმიტიული ბოლოსამკაულებითა და ორნამენტით; ყავისფერი ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა. გიორგი ათონელის რედაქციისა (Кекелидзе 1908: 484-506; დოლაქიძე 2017: 04-046)

C25 (C20). ლიტურგიკული კრებული.

XIII-XIV სს. 317 ფ.; 12x15 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და წითლით; ხის ყდა ტვიფრული, ყავისფერტყავგადაკრული. ხელნაწერში მოთავსებულია წითელი მელნით შესრულებული პასქალური ტაბულები.

C27 (C5). იოანე ოქროპირი. ჟამისწირვა.

XV- XVI სს. 61 ფ.; 10,5x15,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები ნუსხურითა და მთავრულით, წითლით; შავი ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა. გადამწერი: ლავრენტი; დამკვეთი: აბრაჰამი (Tarchnishvili 1950).

M11 (M3; G121). ახალი აღთქმის საკითხავები.

1571 წ. 308 ფ.; 19,5x28,2 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები; საზედაო ასოები წითლით. წითელტყავგადაკრული ხის ოქროტვიფრული ყდა. გიორგი ათონელის რედაქცია.

A5 (A6). ჟამნი.

XVI-XVII; XVIII სს. 143 ფ.; 7,5x10,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მუქი ყავისფერი და შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა. ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს, შედგება 2 ნაწილისაგან. მეორე ნაწილის გადამწერი: ბასილი.

A2 (A1). ღვთისმშობლის დაუჯდომელი.

XVII- XVIII სს. 114 ფ.; 5x6,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; ყავისფერი ტყავის ყდა.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები