ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:38, 12 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები – ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმში (ტარტუ) დაცულია ქართული ხელნაწერის ერთი ფრაგმენტი: იოანე ბოლნელის ქადაგებანი (ფრაგმენტი), X ს. ეტრატი; 1ფ.; მთავრული, 2 სვეტად. სავარაუდოდ, ტაოკლარჯული წარმომავლობის ხელნაწერი წიგნის XXII რვეულის დასაწყისია. სხვა კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური მონაცემები არ არის დაზუსტებული.