იზოსპორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:12, 12 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იზოსპორა (isospora; ბერძნ. isos თანაბარი ერთნაირი + spora თესლი) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Eimeriidae-ს ოჯახს, Coccidiida-ს რაზმს. იზოსპორა ხერხემლიანი ცხოველების უჯრედშიდა პარაზიტია. მისი გადაცემა ხდება ოოცისტების მეშვეობით, რომლებიც ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალთან ერთად. მომწიფებული ოოცისტა შეიცავს ორ სპოროცისტას, ყოველ მათგანში ოთხ-ოთხი სპოროზოიტია.