საბაჟო თანამშრომლობის საბჭო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:14, 12 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბაჟო თანამშრომლობის საბჭო - (Customs Cooperative Consil), შეიქმნა 1950 წელს საბაჟო საქმიანობის სრულყოფის მიზნით. თავდაპირველად საბჭო ფუნქციონირებდა როგორც საკონსულტაციო ორგანო. ამასთან, იგი ქმნიდა საბაჟო თანამშრომლობის პროექტებს, შესაბამის ორგანიზაციებს აწვდიდა ინფორმაციას საბაჟო პროცედურების შესახებ და ახორციელებდა ზედამხედველობას საერთაშორისო ნორმების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, საბჭო, რომელიც 1985 წელს უკვე აერთიანებდა 85 ქვეყანას, ტექნიკურ დახმარებას უწევდა იმ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი საბაჟო ტარიფების სისტემა გარდაექმნათ ბრიუსელის სატარიფო კლასიფიკაციის შესაბამისად.