სტატისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:19, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტატისტიკა - (statistics) - მეცნიერება აღრიცხვისა და ანალიზის სფეროში, რომელიც მათემატიკური მეთოდების გამოყენების საფუძველზე შეისწავლის ტიპურ, მასობრივ, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეებს, მათ ცვლილებას დროში, ე.წ. მაჩვენებელთა მწკრივებს; როგორც პრაქტიკული საქმიანობის სფერო - საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების შესახებ მასობრივი მონაცემების შეკრება, გადამუშავება, ანალიზი და გამოქვეყნება.