ტრატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:37, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრატა - (bill of exchange, draft, იტალ. tratta), თანამედროვე საბანკო და კომერციულ პრაქტიკაში გადასაპირებელი თამასუქის სინონიმი. განასხვავებენ:
- სავაჭრო ტრატას, რომელსაც გამყიდველი გასცემს მყიდველზე;
- საბანკო ტრატას, რომელსაც გამყიდველი გასცემს ბანკზე;
- საფინანსო ტრატას, რომელსაც ბანკი გასცემს ბანკზე. განსაკუთრებით გავრცელებულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში.