ფასი შემდგომი ფიქსაციით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:59, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფასი შემდგომი ფიქსაციით - (price to be fixed) - დგინდება ხელშეკრულების შესრულების მსვლელობაში, მაგ., საქონლის მორიგი პარტიის მიწოდების წინ, ხოლო ზოგ შემთხვევაში - მიწოდების შემდგომაც. ხელშეკრულებაში განისაზღვრება ფასების ფიქსაციის წესი, სახელდობრ, ფიქსაციის პერიოდი, მყიდველის მიერ ფიქსაციის დროის არჩევის უფლება ინფორმაციის გარკვეული წყაროს საფუძველზე ან ფასების შეთანხმების პირობებში მხარეებს შორის მოლაპარაკებისას.