ღირებულების პარადოქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:31, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღირებულების პარადოქსი - (cost paradox), წინააღმდეგობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის არსებობისათვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო საქონელი, მაგალითად, პური, ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ადამიანის არსებობისათვის გაცილებით ნაკლებად საჭირო საქონელი - მაგალითად, მუსიკალური ინსტრუმენტი. მეორე მხრივ, თუ მივმართავთ რესურსების შეზღუდულობის პრინციპსა და სარგებლიანობის თეორიას, პურის ნაჭერს შიმშილისაგან მომაკვდავი ადამიანისათვის გაცილებით მეტი სარგებლიანობა აქვს, ვიდრე მუსიკალურ ინსტრუმენტს.