ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:47, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია (General Industrial Clasification of Economic Activities within European Communities), – NACE, ევროკავშირის საბაზო კლასიფიკაცია ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით როგორც ბაზა ეროვნული კლასიფიკაციების შესაქმნელად. კლასიფიკაციის ობიექტებს წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეები. NACE განკუთვნილია სამართლებრივი ერთეულების (იურიდიული და ფიზიკური პირების) აღწერისათვის მათი ძირითადი საკლასიფიკაციო ნიშნის – ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. აღნიშნულ კლასიფიკაციაში დეტალიზებულია ICIC-ის კოდური პოზიციები ათნიშნა ციფრული კოდის მესამე და მეოთხე ნიშნის დონეზე.