სინედრიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 2 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინედრიონი - (ბერძ.) თავყრილობა. ძვ.წ.აღ. II საუკუნიდან იგი იყო უმაღლესი სასამართლო და იურიდიული ორგანო პალესტინაში. სინედრიონი შედგებოდა შვიდი კაცისაგან და მას უმაღლესი მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა.

ქრისტემდე II საუკუნიდან მოქმედი უმაღლესი სასამართლო და იურიდიული ორგანო (1 მაკ. 11:23; 14:28). სინედრიონს თავმჯდომარეობდა უმაღლესი მღვდელმსახური, შედგებოდა 71 წევრისაგან: ყველაზე გავლენიანი ოჯახების წარმომადგენელთა, მწიგნობართა და მღვდელმსახურთაგან. სინედრიონმა სიკვდილი მიუსაჯა იესოს (მათ. 26:57-68; მარკ. 14:53-65; 15:1.43; ლუკ. 22:54-71), პირველ ქრისტიანებს (საქმ. 4:15; 5:21.34), სტეფანეს (საქმ. 6:12) და პავლეს (22:30).



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები