სონღულაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:43, 15 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დავით სონღულაშვილი – დაიბადა 1983 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით; კავკასიის ბიზნესის სკოლა მარკეტინგის სპეციალობით; გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა – საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება
- ტელეკომპანია „მზე“, გაყიდვების მენეჯერი (2003)
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე (2004)
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი (2004)
- სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი (2004-2006)
- შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი (2007-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, გურჯაანის №24 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: მაჟორიტარი, №9 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020); ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (17-12-2020)