ისტორიული სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 15 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ისტორიული სკოლა“ - (historical school), XIX საუკუნის გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი, რომელთა გამოკვლევებმა, განსაკუთრებით კი მეთოდოლოგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ მეცნიერებაზე გერმანულენოვან ქვეყნებში. ამ სკოლის ფუძემდებლები ვ. როშერი, ბ. ჰილდებრანდი, კ. კნისი და სხვები აქცენტს ისტორიულ ასპექტებზე აკეთებდნენ და თვლიდნენ, რომ ისტორიულ გამოკვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მოვლენის ეკონომიკურ ანალიზში. ისინი აკრიტიკებდნენ კლასიკურ სკოლას იმ თვალსაზრისით, რომ იგი ეკონომიკურ ანალიზში აქცენტს ეკონომიკურ კანონებზე აკეთებდა. ისტორიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის გ. შმოლერის აზრით, ა. სმითმა და დ. რიკარდომ ეკონომიკური საქმიანობის სფერო შემოფარგლეს მხოლოდ კერძო ინტერესებისა და პირადი სარგებლობის პოზიციით. ისტორიული სკოლა საზოგადოების განვითარების ეკონომიკურ ისტორიას ეკონომიკური მოვლენების მრავალმხრივი ასპექტების კვლევის საფუძვლად მიიჩნევდა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები