სიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 2 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიონიზმი - ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობა. იგი დაარსდა XIX საუკუნის დასასრულს ებრაელთა პალესტინაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. ოფიციალური აღიარება მოიპოვა 1917 წ. ე.წ. „ბელფურის“ დეკლარაციით, რომელშიც აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“. პალესტინაში ერთა საბჭოს მანდატით ნაციონალ სიონისტთა დევნის გამო, სიონისტებმა მთელ მსოფლიოში მოიპოვეს მხარდაჭერა და 1949 წ. დაარსდა ისრაელის სახელმწიფო.

ტერმინი აღნიშნავს პალესტინაში ებრაელთა დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896). პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო – Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება.

რეაქციულ-ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც წარმოიქმნა სხვადასხვა ქვეყნის ებრაულ ბურჟუაზიაში მე-19 ს. ბოლოს; 1897 წ. ქ. ბაზელში (შვეიცარია) დაარსდა «მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია», რომელმაც თავის მიზნად გამოაცხადა მსოფლიოს ყველა ებრაელის გადასახლება პალესტინაში და იქ ებრაელთა სახელმწიფოს შექმნა; სიონისტური ორგანიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული კაპიტალისტური ქვეყნების უმსხვილეს მონოპოლიებთან, მკვეთრად მტრული დამოკიდებულება აქვს მუშათა მოძრაობასთან, პროპაგანდას უწევს ყველა ებრაელის კლასობრივი თანამშრომლობის იდეას - იერუსალიმთან არსებული სიონის მთის სახელწოდების მიხედვით.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები