ბუნების დაცვა
ბუნების დაცვა – საერთაშორისო და სახელმწიფო, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების მიხედვით განხორციელებული ადმინისტრაციული, პოლიტიკური, სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა (კომპლექსი), რომლის მიზანია ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობას შორის რაციონალური ურთიერთობის მხარდაჭერა, ბუნებრივი სიმდიდრის აღდგენისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისების პროექტების რეალიზეცია, საზოგადოების სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული პირდაპირი და მეშვეობითი (ირიბი) მავნე- ნეგატიური ეკოლოგიური და მისი თანმხლები სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინასწარი გაფრთხილების მიღება, ამ შედეგების მინიმიზაციისა და აღმოფქვრის პრაქტიკული საქმიანობის დანერგვა და სხვ. ზომების მიღება, რომლებიც დადგენილი მოთხოვნილებების შესაბამისად - მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოების კეთილდღეობის, შინაარსიანი და უსაფრთხო ცხოვრების მისაღწევად.