გაბადაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:58, 18 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბადაძე ანდრია – (1824-1904), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წ. იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი, 1781-1853) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ კითხიჯის მთავარანგელოზთა ტაძარში დაადგინა. 1855 წ. სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წ. 25 ივნისს სკუფია უბოძეს. 1899 წ. 12 ივნისს ეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წ. პენსიაზე გავიდა.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები