სტატირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტატირი - ფულის ერთეული
„...ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27] - „სტატირი“ [ძველქართულით - „სატირი“], სულხან საბას ლექსიკონში „სასწორთან“ კავშირდება - „სასწორი - ერთი სატირია“ [საბა, ტ.2, გვ.36]; „... ერთი სასწორი ვერცხლი ერთი სატირია...“ [საბა, ტ.1, გვ.417].
და მართლაც, ძველქართულ ხელნაწერთა გარკვეულ ჯუფში ვკითხულობთ -„...ჰპოო მის შორის სტატირი, [„ჰპოო მას შინა სასწორი“]“ [იხ. „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“, რედ. ივ. იმნაიშვილი, თბ. 1979 წ. გვ.318].
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.